ტელეფონი
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00სოფელ ტაძრისში „ათონელობა 2023“ აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა და სახალხო მთქმელებმა. გარდა კულტურული აქტივობისა, შეჯიბრებები გაიმართა მარჯვენა და მარცხენა მკლავჭიდში, დოღსა და ქართულ ჭიდაობაში. ასევე, გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა.
ათონელობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაჯილდოვდნენ 10 ივლისს დაბადებული სოფ. ტაძრისის 5 მკვიდრი, მადლიერების სიგელები გადაეცათ ადგილობრივ მოქალაქეებს, ხოლო სიგელებით, მედლებითა და მეგატექნიკის სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ დოღში, მარჯვენა და მარცხენა მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებული მონაწილეები.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, მისი მოადგილეები შოთა როსტიაშვილი და დავით ვარდიაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ კიკნაძე, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი სოფ. ტაძრისის ადმინისტრაციულ ერთეულში ვიოლეტა ბალახაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეების ესწრებოდნენ.
სოფელ ტაძრისში ათონელობის დღესასწაული 2018 წლიდან აღინიშნება. გიორგი ათონელი XI საუკუნეში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი, მწერალი, მთარგმნელი, ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ. მან სასულიერო ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები სწორედ სოფელ ტაძრისში გადადგა.